ნატო-სგან პირდაპირ ვისმენთ, რომ რეფორმები არ არის განხორციელებული - გეგელია
"ნატო-სგან პირდაპირ ვისმენთ, რომ რეფორმები არ არის განხორციელებული", - ეს განცხადება "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ გააკეთა.
გრიგოლ გეგელია ნატო-ს სამიტს ეხმაურება, სადაც საქართველოს მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრი წარმოადგენს, რაც ლელოს წევრისთვის პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ ქვეყანამ საჭირო რეფორმები არ გაატარა.
ნატო-სგან პირდაპირ ვისმენთ, რომ რეფორმები არ არის განხორციელებული. ის საჭირო და აუცილებელი რეფორმები, რომელიც უნდა განხორციელებულიყო ამ წლების განმავლობაში იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონოდა უფრო მეტი ევროატლანტიკური მომავალი, არ არის შესრულებული და, რა თქმა უნდა, ეს არის ასახული იმაში, რომ საქართველოს დღეს არ აქვს მოწინავე სტატუსი და იქ არ არიან წარმოდგენილი სახელმწიფო მეთაურები, რაც პირდაპირ ასახავს ნატო-ს დამოკიდებულებას,“ - ამბობს გრიგოლ გეგელია.