"გაუგებრობასთან გვაქვს საქმე" - ზარქუა ბაჩიაშვილის საქმეზე
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ზარექუა დარწმუნებულია, რომ ივანიშვილ-ბაჩიაშვილს შორის "გაუგებრობას" აქვს ადგილი.
მმართველი პარტიის წარმომადგენელი ამბობს, რომ გიორგი ბაჩიაშვილი კვალიფიციური და კომპეტენტური ადამიანია:
ბატონი ბაჩიაშვილი თავის საქმეში ძალიან კვალიფიციური, კომპეტენტური ადამიანია. რაც მოხდა, სიმართლე გითხრათ, ჩემთვისაც მოულოდნელი იყო. მე დარწმუნებული ვარ, რაღაც გაუგებრობასთან გვაქვს საქმე. სასამართლო, გამოძიება დაადგენს ყველაფერს, რასთან გვაქვს საქმე, როგორ, რანაირად. მე ერთი რამე მინდა ვთქვა და ვისურვო, რომ ის რაზეც, ამ თემაზე სჯა-ბაასი მიდის, სიმართლე გაირკვეს და დადგინდეს"- თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ ოლიგარქის ერთ დროს ნდობით აღჭურვილ პირს ივანიშვილის ბიტკოინების გაფლანგვას ედავებიან. გიორგი ბაჩიაშვილი ოლიგარქის ქონებას წლების მანძილზე განკარგავდა. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მან დიდი ფული ოლიგარქისგან მიითვისა, რომელიც ბიტკოინებსა და კრიპტოვალუტაში დააბანდა.
დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელ გიორგი ბაჩიაშვილს, არამხოლოდ კრიპტოვალუტის, არამედ ჰესის საქმეზეც ედავება.
სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს გირაოს სახით 2.5. მლნ ლარის გადახდა დააკისრა. თავად ბაჩიაშილი კი ამტკიცებს, რომ ბრალდებები უსაფუძლოა და მას მისი ანტირუსული შეხედულებების გამო სჯიან.