"ოცნებამ" გააგრძელა ბოროტი ხაზი, რომ ნატოელი ჩინოვნიკები არ იღებენ საქართველოს, შუშის კარი ამოგვიშენეს - მანჯგალაძე
"გააგრძელეს ის ბოროტი, მავნებლური ხაზი, რომ თითქოს ბურთი არის ნატო-ს მოედანზე, ამათ ყველაფერი გააკეთეს და ეს ბოროტი ნატოელი ჩინოვნიკები მაინც არ იღებენ საქართველოს," - ასე ხსნის "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ღია წერილს.
მანჯგალაძისთვის პაპუაშვილის წერილიდან გამოჩნდა, რომ საქართველოს მთავრობა პასუხისმგებლობას გაურბის და ნატო-ს საქართველოს დაბლოკვაში ადანაშაულებს.
წერილის პათოსიდან გამომდინარე, უნდა ვაღიაროთ, რომ შეეცადა „ქართული ოცნება“, რაღაც კარგი ეთქვა, მაგრამ მაინც ცუდი თქვეს. გააგრძელეს ის ბოროტი, მავნებლური ხაზი, რომ თითქოს ბურთი არის დასავლეთის, ნატო-ს მოედანზე, ამათ ყველაფერი გააკეთეს, განავითარეს ქვეყანა, დემოკრატია ყვავის და ეს ბოროტი ნატოელი ჩინოვნიკები მაინც არ იღებენ საქართველოს, შუშის კარი ამოგვიშენეს და კობახიძე-პაპუაშვილი ეხეთქება ამ შუშის კარს თავით, ეს არის სისულელე ნარატივი,“ - ამბობს პაატა მანჯგალაძე.