ხელისუფლების „მოწადინებით“ პრემიერი არ ესწრება ნატო-ს სამიტს - ლილუაშვილი
საქართველო ნატო-ს მიღმა - ოპოზიცია სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. ის ფაქტი, რომ ვილნიუსში, ნატო-ს სამიტზე უკრაინის საკითხი იქნება წინა პლანზე წამოწეული, პარტია "საქართველოსთვის" წევრისთვის, ბექა ლილუაშვილისთვის აშკარაა, რომ ეს საქართველოს მთავრობის პოლიტიკის გამო ხდება.
ლილუაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ჰქონდა შესაძლებლობა, უკრაინასთან ერთად ებრძოლა ნატო-ს წევრობისთვის.
ვილნიუსის სამიტზე საქართველოსა და უკრაინის საკითხი უნდა განიხილებოდეს ერთობლივად. სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების ქმედებებით, ეს ძალიან მკაფიო, რაციონალური მოლოდინი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა და ვილნიუსის სამიტის ორგანიზატორები და პარტნიორები პირდაპირ აცხადებენ, რომ მთავარი საკითხი იქნება უკრაინა, მაშინ, როდესაც საქართველოს ჰქონდა შანსი. საქართველოს ხელისუფლების „მოწადინებით“ საერთოდ მაღალი თანამდებობის პირი, ამ შემთხვევაში, პრემიერი არ ესწრება ამ სამიტს,“ - ამბობს ბექა ლილუაშვილი.