კაცი ვერ არის კარგად, გამოჯანმრთელებას ვუსურვებ - ზარქუა სააკაშვილზე
"გამოჯანმრთელების შემდეგ როგორც სხვები იხდიან სასჯელს, ისე უნდა გადავიყვანოთ საპატიმროში" - "ქართული ოცნება" მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანაზე ალაპარაკდა.
ირაკლი ზარქუა თვლის, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი "ვერ არის კარგად".
პატიმარი სააკაშვილი ადეკვატურიაო როგორ გითხრათ?! ვერ არის კარგად, რა განცხადებებს აკეთებს?! დაწერს, წაშლის, განცხადებას გააკეთებს, ხან ქართულად გველაპარაკება, ხან რუსულად, ხან უკრაინულად. კაცი ვერ არის კარგად, გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, გამოჯანმრთელების შემდეგ როგორც სხვები იხდიან სასჯელს ისე უნდა გადავიყვანოთ საპატიმროში, ეს ამდენი შოუ და მასკარადი დასრულდა”, - აღნიშნა ზარქუამ.