NATO-ს მოკავშირეები უკრაინის წევრობის გზიდან MAP-ის ამოღებაზე შეთანხმდნენ - კულება
NATO-ს მოკავშირეები უკრაინის წევრობის გზიდან MAP-ის ამოღებაზე შეთანხმდნენ - ეს განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ გააკეთა. გადაწყვეტილება ოფიციალურად, სავარაუდოდ, NATO-ს სამიტზე გამოცხადდება.
ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, NATO-ს მოკავშირეებმა უკრაინის ალიანსში წევრობის გზიდან MAP-ის ამოღებაზე კონსენსუსს მიაღწიეს. მივესალმები ამ დიდი ხნის ნანატრ გადაწყვეტილებას, რომელიც ამოკლებს ჩვენს გზას NATO-სკენ. ეს ასევე საუკეთესო მომენტია იმისთვის, რომ უკრაინის გაწევრიანების შესახებ მეტი სიცხადე იყოს", - წერს Twitter-ზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.