სკანდალი არ გამოვა, პრეზიდენტს დაუსვით კითხვა, რა უნდა და გაგვაგებინეთ - ზარქუა კენჭისყრის გაყალბებაზე

10.07.23 15:13
სკანდალი არ გამოვა, პრეზიდენტს დაუსვით კითხვა, რა უნდა და გაგვაგებინეთ - ზარქუა კენჭისყრის გაყალბებაზე

გაყალბდა თუ არა კენჭისყრა პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად - საპარლამენტო უმრავლესობა პროცედურულ დარღვევას ვერ ხედავს. "ქართული ოცნების" დეპუტატები ცდილობენ საზოგადოების დარწმუნებას, რომ სხდომათა დარბაზში დეპუტატების ბარათების გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ დეპუტატს აგვიანდება.

ირაკლი ზარქუასთვის პრეზიდენტის გადაწყვეტილება გაუგებარია ვეტოს დადებასა და პარლამენტისთვის ახსნა-განმარტებების მოთხოვნასთან დაკავშირებით და სალომე ზურაბიშვილს შეახსენებს იმ მიზეზს, რის გამოც ის პრეზიდენტად აირჩიეს.

არის ხოლმე შემთხვევა, როდესაც რამდენიმე დეპუტატი აგვიანებდა და ითხოვა, შემდეგ უკვე იყვნენ ადგილზე. ასე, რომ ვიღაცას თუ უნდა, რომ სკანდალი გამოაცხოს, ამისგან არ გამოვა. პრეზიდენტს ვურჩევდი, ქართველი ხალხის ინტერესებს დაყვეს, ქართველი საზოგადოების ინტერესებს დაყვეს, ნუ ჯიუტობს, იყოს გამაერთიანებელი საზოგადოების, რისთვისაც ჩვენ ავირჩიეთ. კითხვა, რომ დაუსვათ, რა უნდა და ჩვენც გაგვაგებინეთ მერე,“ - ამბობს ზარქუა.

"შაბათის ეთერმა" მოიპოვა მტკიცებულებები, რომ პრეზიდენტის ვეტო "ქართულმა ოცნებამ" სიყალბით დაძლია. TV პირველის საპარლამენტო კორესპონდენტის მიერ გადაღებული კადრებით დგინდება, რომ „საარჩევნო კოდექსზე“ ვეტოს დაძლევისას "ქართული ოცნების" 5 დეპუტატი პარლამენტში საერთოდ არ იმყოფებოდა, თუმცა მათი ხმა ვეტოს დაძლევისთვის გამოიყენეს. 

მსგავსი სიახლეები