მაშინ დარჩეს ერთი კობახიძე პარლამენტში 76 ბარათით და აჭიროს ღილაკებს - რაქვიაშვილი
"თუ „ქართული ოცნება“ ამაზე თვალს დახუჭავს, მაშინ არსი ეკარგება, მაშინ დარჩეს ერთი კობახიძე პარლამენტში და 76 ბარათით და აჭიროს ღილაკებს,“ - ეს განცხადება გირჩის წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა გააკეთა.
დეპუტატი კენჭისყრის შედეგების გადახედვას ითხოვს და ამტკიცებს, რომ ვეტო "ქართულმა ოცნებამ" გაყალბებით დაძლია.
არალეგიტიმური ცესკოს თავმჯდომარე და წევრები რომ გეყოლება და არჩევნებზე ასე გახვალ, იქ თუ რამე მოხდა, ხომ გასაგებია, რომ 2020-ში ლეგიტიმურად არჩეული ცესკოს თავმჯდომარე გვყავდა და ის ვერ გაუმკლავდა პრობლემებს და ახლა ბევრად უფრო სერიოზული რისკი იქნება და ისიც საინტერესოა, ზოგადად, ევროპელები რას იტყვიან საარჩევნო რეფორმას რომ გვთხოვენ ჩაატარეო და ასე ვაკეთებთ. თუ „ქართული ოცნება“ ამაზე თვალს დახუჭავს, მაშინ არსი ეკარგება, მაშინ დარჩეს ერთი კობახიძე პარლამენტში 76 ბარათით და აჭიროს ღილაკებს,“ - ამბობს სანდრო რაქვიაშვილი.
"შაბათის ეთერმა" მოიპოვა მტკიცებულებები, რომ პრეზიდენტის ვეტო "ქართულმა ოცნებამ" სიყალბით დაძლია. TV პირველის საპარლამენტო კორესპონდენტის მიერ გადაღებული კადრებით დგინდება, რომ „საარჩევნო კოდექსზე“ ვეტოს დაძლევისას "ქართული ოცნების" 5 დეპუტატი პარლამენტში საერთოდ არ იმყოფებოდა, თუმცა მათი ხმა ვეტოს დაძლევისთვის გამოიყენეს.