1 200 000 დოლარად ნაყიდი აპარტამენტები დუბაიში, 58 000 ევროდ შეძენილი პარკინგის ადგილი პარიზში - ობოლაშვილი ქონებას მალავს
1 200 000 დოლარად ნაყიდი აპარტამენტები დუბაიში, 58 000 ევროდ შეძენილი პარკინგის ადგილი პარიზში - "ქართული ოცნების" დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი ქონებას მალავს. ინფორმაციას სტუდია მონიტორი ავრცელებს.
ირკვევა, რომ ანტონ ობოლაშვილს დუბაიში ერთ-ერთი აპარტამენტი გაქირავებული აქვს, საიდანაც წლიურად 20 000 დოლარი აქვს შემოსავალი, რაც ასევე არ არის მითითებული დეკლარაციაში.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს" კვლევის მიხედვით, 2022-2023 წლებში სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალური ორგანოების და ააიპ-ების 202 თანამდებობის პირის დეკლრაციიდან 50-ში დარღვევა და ფაქტობრივი უზუსტობა, ხოლო 31 თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტი აღმოაჩინეს.