ჯანდაცვის მინისტრი გიორგი ბაჩიაშვილს ივანიშვილისადმი ერთგულებას უწუნებს
"ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენი ქვეყნის რაც არის, ეს არის ერთგულების პრობლემა," - ჯანდაცვის მინისტრი გიორგი ბაჩიაშვილს ივანიშვილისადმი ერთგულებას უწუნებს.
ჯანდაცვის მინისტრი ბაჩიაშვილის საქმეს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მთავრობის სხდომაზე მსგავს საკითხებზე არ საუბრობენ. თუმცა, ამის შემდეგ თქვა, რომ ქვეყანაში ერთგულების პრობლემაა.
"რასაკვირველია, მთავრობის სხდომაზე ამ საკითხებზე არ ვმსჯელობთ. კონკრეტულ ფაქტს რაც შეეხება, ძალიან სამწუხარო ფაქტია, იგივე ვნახე და წავიკითხე მეც და ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენი ქვეყნის რაც არის, ეს არის ერთგულების პრობლემა და ზუსტად ამ პრობლემასთან გვაქვს საქმე. სამწუხაროდ, ხშირად ხდება, როცა ღალატის ფაქტები ფიქსირდება. აი, ეს არის ჩემი კომენტარი. მეტ დეტალებში მე არ შევალ. დაველოდოთ გამოძიებას", - ამბობს ზურაბ აზარაშვილი.
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელს შესაძლოა, ახალი ბრალი წაუყენონ. ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილი ივანიშვილი გიორგი ბაჩიაშვილს კრიპტოვალუტის გარდა ჰესის საქმეზეც ედავება. საუბარია “მტკვარი ჰესზე”, რომელიც თანაინვესტირების ფონდის მიერ იყო დაფინანსებული. ივანიშვილი ამტკიცებს, რომ პროექტი 2020 წელს უნდა შესულიყო ექსპლუატაციაში, თუმცა ეს არ მომხდარა.