ვაზიანის ბაზის ფასი იმდენად მაღალია, წარმოუდგენელია, მთავრობამ მსგავსის შექმნა შეძლოს - ხიდაშელი
ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობა დანგრევას უპირებს ვაზიანის იმ აეროდრომს, რომლის რეაბილიტაციაზეც ოცი მილიონი ლარია დახარჯული.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის თქმით, ამ აეროდრომის ფასი იმდენად მაღალია, რომ თეორიულად წარმოუდგენელია, დღევანდელმა ქართულმა სახელმწიფომ მსგავსი ბაზის თბილისთან ახლოს შექმნა შეძლოს.
ვაზიანის სამხედრო ბაზა არის ყველაზე უფრო მაღალი ინვესტიციის მიმღები ბოლო 30 წლის განმავლობაში. რაც დამოუკიდებელი სახელმწიფო არსებობს, ყველა საერთაშორისო მხარდაჭერა, დახმარება, ორმხრივი პოექტები, ნატოს პროექტი ხორციელდებოდა ვაზიანის ბაზაზე, შესაბამისად, მისი ფასი ამ წუთას იმდენად მაღალია, უბრალოდ თეორიულად წარმოუდგენელია, დღევანდელმა ქართულმა სახელმწიფომ შეძლოს სრულფასოვნად, იმ მასშტაბის, იმ ფუნქციის, იმ დაცულობის ხარისხის ბაზის შექმნა თბილისთან ახლოს, როგორიც ვაზიანია". - ამბობს ხიდაშელი.
არსებობს ვარაუდი, რომ ვაზიანის სამხედრო ბაზა რუსეთს დიდიხანია ხელს უშლის. გაღიზიანება პუტინის რეჟიმს ნატოს წვრთნების მიმართ ბევრჯერ ღიად დაუფიქსირებია. არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ოცნება სამხედრო აეროდრომის მოშლას და იქ სამოქალაქო აეროპორტის მშენებლობას სწორედ რუსეთის ხელისუფლების დავალებით იწყებს.