ჯარის გაუქმებას უდრის - ყურაშვილი ვაზიანის აეროდრომის დანგრევა

10.07.23 17:27
ჯარის გაუქმებას უდრის - ყურაშვილი ვაზიანის აეროდრომის დანგრევა

გენერალი და ნაციონალური მოძრაობის წევრი მამუკა ყურაშვილი ამბობს, რომ ვაზიანის აეროდრომის ნანგრევა ჯარის გაუქმების ტოლფასია.

ყურაშვილის თმით, მთავრობა ამ გადაწყვეტილებით ქალაქის დაცვაზე ამბობს უარს.

ეს გადაწყვეტილება, რაც აქვს გაჟღერებული მთავრობას, ეს არის ქალაქის დაცვაზე უარის თქმა, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს უდრის ჯარის გაუქმებას. ეს უბრალო სამხედრო ნაწილი არ არის და თუკი ეს პროექტი განვითარდება, სამხედრო კომპონენტზე უარის თქმა მოუწევთ. ეს იქნება ნატოს სასწავლო ცენტრის გაუქმება, ეს იქნება ვაზიანში სამხედრო ბაზის გაუქმება". - ამბობს ყურაშვილი. 

არსებობს ვარაუდი, რომ ვაზიანის სამხედრო ბაზა რუსეთს დიდიხანია ხელს უშლის. გაღიზიანება პუტინის რეჟიმს ნატოს წვრთნების მიმართ ბევრჯერ ღიად დაუფიქსირებია. არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ოცნება სამხედრო აეროდრომის მოშლას და იქ სამოქალაქო აეროპორტის მშენებლობას სწორედ რუსეთის ხელისუფლების დავალებით იწყებს.

მსგავსი სიახლეები