პუტინმა რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმებას ხელი მოაწერა

10.07.23 17:27
პუტინმა რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმებას ხელი მოაწერა

პუტინი აფხაზებს ორმაგ "მოქალაქეობას" აძლევს.  გადაწყვეტილებას ხელი რუსეთის პრეზიდენტმა უკვე მოაწერა. ოფიციალური განკარგულება შესაბამის ვებ საიტზე გამოქვეყნებულია.

პუტინის ბრძანებით  მიხედვით, ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღება ისე შეეძლებათ, რომ "აფხაზეთის მოქალაქეობაზე" არ თქვან უარი. 

გარდა ამისა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებას გამარტივებული წესით შეძლებენ ის ადამიანები, რომლებმაც 2008 წლის 26 აგვისტოდან დღემდე "აფხაზეთის მოქალაქეობა" შეინარჩუნეს.

მსგავსი სიახლეები