ავარია ბათუმში - დაშავებული არასრულწლოვანის მდგომარეობა მძიმედ ფასდება
ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში - დაშავებულია არასრულწლოვანი. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც კლინიკაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ ფასდება, იგი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.