შავებთან უფრო მალე გაირჩეოდა და ბიძინას უფრო მალე გაამართლებდნენ, ბაჩიაშვილს ყურებში წამოარტყამდნენ - გია ხუხაშვილი

10.07.23 18:43
შავებთან უფრო მალე გაირჩეოდა და ბიძინას უფრო მალე გაამართლებდნენ, ბაჩიაშვილს ყურებში წამოარტყამდნენ - გია ხუხაშვილი

„ბიძინა ახლა ტრაგიკულია, მისთვის ეს არის ისეთი თვითდაზიანება, რომელიც შეიძლება სისტემურად იქცეს, ვეღარ იტყვიან, რომ ბიძინა ქველმოქმედია“, - ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ოლიგარქსა და თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს შორის მიმდინარე დავა. 

ხუხაშვილი ვარაუდობს, რომ სადაო თანხის მიღმა, დაპირისპირება სხვა საკითხებზეც არის, თუმცა, პოლიტოლოგი გამორიცხავს, რომ ივანიშვილი ბაჩიაშვილზე ანტირუსული განცხადებების გამო იყოს გაბრაზებული.
ხუხაშვილის თქმით, დავა, რომელიც ივანიშვილმა ბაჩიაშვილთან წამოიწყო, სისხლის სამართლის დანაშაულს არ შეიცავს.

გაუგებარია, რა შუაშია პროკურატურა - ორ ადამიანთან ბიზნეს დავაა, ვერ გაიყვეს და პროკურატურაა ჩართული. შავებთან არ ჩასულან იმედია, შავებთან უფრო მალე გაირჩეოდა და ბიძინას უფრო მალე გაამართლებდნენ და ბაჩიაშვილს ყურებში წამოარტყამდნენ. ჩვენთან მოხდა აღწევა კრიმინალური გარჩევების და სამართლის. არ უნდა ვიღაც შავების ჩარევა, მთავარი პროკურორი ჰყავს გამზადებული, რომელსაც შეუძლია იგივე როლი ითამაშოს,“ - ამბობს ხუხაშვილი. 

გია ხუხაშვილის თქმით, 2015 წელს, როდესაც ივანიშვილი კრიპტოვალუტით დაინტერესდა, მას ხელისუფლებამ სასათბურე პირობები შეუქმნა. 

2015 წელს მაინინგის კომპანიას 18.5 ჰა მიწა გადაეცა ერთ ლარად, მერე იქ შექმნეს თავისუფალი ეკონომიკური ზონა, საბაჟო შექმნეს, ხელფასებს ვუხდიდით მებაჟეებს. რა შუაში იყო იქ საბაჟო, აბსურდი, რა უნდა განებაჟებინათ - ყველა გადასახადისგან გაათავისუფლეს, ბუნებრივია, ეს ყველაფერი ბაჩიაშვილის ლამაზი თვალებისთვის ხომ არ ხდებოდა, ეს იყო ბიძინას ლამაზი თვალებისთვის. ბუნებრივია, ბიძინას აქვს პრეტენზია, რომ მოსთხოვოს, - ძმაო, ვერ გავიგე, იქ, რომ იგულავე, ამდენი ფული იშოვე, 800 პროცენტიანი მოგება დაიწერა, წილი სად არის ძმაო? ამიტომ არის ეს სხვა ტიპის გარჩევის საქმე, პროკურატურა რა შუაშია?“ - ამბობს გია ხუხაშვილი.

მსგავსი სიახლეები