ნატო-ს არანაირი მიზეზი არ აქვს, რომ არ გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე - პაპუაშვილი

10.07.23 18:47
ნატო-ს არანაირი მიზეზი არ აქვს, რომ არ გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე - პაპუაშვილი

ნატო-ს არანაირი მიზეზი არ აქვს, რომ არ გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიფინგზე განაცხადა.

შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ 2008 წელს ითქვა რომ ნატოს კარი საქართველოსთვის ღიაა, თუმცა ეს ღია კარის პოლიტიკა რჩება ღიად, რადგან მისი განცხადებით, დიდად წინ გადადგმული ნაბიჯები არ არის.

პაპუაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველო ბევრ ნატოს წევრ ქვეყანას უსწრებს სხვადასხვა ასპექტით.

რაც შეეხება ნატო-ში წევრობას, რუსეთის განმეორებითმა აგრესიამ და იმ გარემოებამ რაც ევროპის რეგიონშია, გვაჩვენა, რომ თუკი არის სადმე  მშვიდობის საზღვარი ეს არის ნატოს საზღვარი. ამას ჩვენ ვხედავთ ღიად, თუ სად გადის ეს საზღვარი. ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ ის მისწრაფება რაც აქვს ჩვენს ხალხებს და პირველ რიგში ქართველ ხალხს, ის სურვილი, რაც ნიშნავს, რომ ჩვენც როგორც სხვა ქვეყნები ვიყოთ დაფარული ნატოს საფრთხოების ქოლგით. მნიშვბნელოვანია რომ ამას გამოხმაურება ჰქონდეს ნატოს მხრიდან. 

2008 წელს ითქვა რომ ნატოს კარი ღიაა, თუმცა ეს ღია კარის პოლიტიკა რჩება ღიად და წინ ამ მხრივ დიდად გადადგმული ნაბიჯები არ არის. მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ იყოს პროგრესი. სხვადასხვა დროს სხვადასხვა არგუმენტები გამოიყენება, რომ მოხდეს გამართლება გადაწყვეტილებისა, თუ რატომ არ ხდება გაწევრიანების გეგმის მინიჭება თუ სხვა შემდეგ ეტაპზე გადასვლა. თუმცა ვფიქრობ, რომ დღეს ყველა ამ კითხვაზე პასუხი გაცემულია. ვფიქრობ, რომ ნატოს წევრი ქვეყნებიც დარწმუნდნენ იმაში, რომ მნიშვნელოვანი არის სიცხადე და ის ბუნდოვანება რაც გვაქვს 2008 წლის შემდეგ, ეს აღრმავებს რისკებს. რაც შეეხება სახელმწიფოების მხრიდან მზაობაზე საქართველოს მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ არის ხოლმე საუბარი რეფორმებზე, ვფიქრობ, რომ უფრო მეტად საბაბია, ვიდრე მიზეზი. არანაირი მიზეზი ჩვენი ინსტიტუციური განვითარების მხრივ ნატოს არ აქვს, რომ არ გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. ნებისმიერი სანდო საერთაშორისო კვლევების მიხედვით, საქართველო ბევრ ნატოს წევრ ქვეყანას უსწრებს სხვადასხვა ასპექტით". - ამბობს შალვა პაპუაშვილი.

მსგავსი სიახლეები