დარახველიძე და ოსაძე თვალებში გვიყურებდნენ და ბავშვებს იფიცებოდნენ, გვენდეთო - ანა სუბელიანი "პრაიდ ფესტივალის" ჩაშლაზე

10.07.23 19:06
დარახველიძე და ოსაძე თვალებში გვიყურებდნენ და ბავშვებს იფიცებოდნენ, გვენდეთო - ანა სუბელიანი "პრაიდ ფესტივალის" ჩაშლაზე

„მივყვებით სამართლებრივად ამ პროცესს და დარწმუნებული ვარ, რომ სტრასბურგამდე მივა და კიდევ ერთხელ, სამწუხაროდ, ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ იქნება გადაწყვეტილება,“ - ეს განცხადება თბილისი პრაიდის თანადირექტორმა ანა სუბელიანმა გააკეთა. სუბელიანი სამართლებრივი დავის დაწყებას აანონსებს და ამბობს, რომ ამ ეტაპზე „თბილისი პრაიდს“ კომუნიკაცია აქვს ყველა იმ ორგანიზაციასთან, რომელიც მათთან თანამშრომლობდა.

ანა სუბელიანი ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფების მიერ პრაიდ ფესტივალის ჩაშლას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენებას ეხმაურება. სუბელიანის თქმით, ძალოვანი უწყების წარმომადგენლები პრაიდის ორგანიზატორებს და პარტნიორ ორგანიზაციებს ჰპირდებოდნენ, რომ Tbilisi Open Air-ის ტერიტორიის დაცვას მოახერხებდნენ.

სანდრო დარახველიძე და გიორგი ოსაძე თვალებში გვიყურებდნენ და ბავშვებს იფიცებოდნენ - გვენდეთ, ხალხო, მართლა, გეფიცებით, ასეთი სიტყვებით გველაპარაკებოდნენ, გარდა იმისა, რომ კონკრეტულ გეგმას წარმოგვიდგენდნენ, სად გააკეთებდნენ ამ ადამიანების ლოკალიზებას, რომ 6 ათასი პოლიციელი ეყოლებოდათ მობილიზებული, რომ ეყოლებოდათ მობილიზებული მძიმე ტექნიკა, გამოიყენებდნენ დაკავებების მექანიზმს, როგორც ინსტრუმენტს ძალადობის თავიდან ასაცილებლად, არც მალავენ იმდენად ჰარმონიულად მოიქცნენ. კადრებში ვხედავთ, როგორ ეხუტებიან ერთმანეთს სპეცრაზმელი და ალტ ინფოს წარმომადგენელი,“ - ამბობს ანა სუბელიანი.

მსგავსი სიახლეები