სჯიან თუ არა სამაგალითოდ გიორგი ბაჩიაშვილს - ივანიშვილს, მისი სანდო კაცის ალაპარაკების ეშინია

10.07.23 20:04
სჯიან თუ არა სამაგალითოდ გიორგი ბაჩიაშვილს - ივანიშვილს, მისი სანდო კაცის ალაპარაკების ეშინია

ივანიშივლის წინააღმდეგ ბაჩიაშვილის ადვოკატები უცხოეთში დავის დაწყებას აანონსებენ. მოპასუხე ოლიგარქი და მომჩივანი მისი ყველაზე სანდო ადამიანი. საქმე პირიქით ტრიალდება. ოლიგარქის დღევანდელი წერილი მის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული. ბიძინა ივანიშივილის ვრცელმა ეპისტოლემ ახალ დაპირისპირებას ჩაუყარა საფუძველი, ოლიგარქმა მისი სანდო კაცის გაშავება დღეს რუსული წარსულით სცადა. ირკვევა, რომ ბაჩიაშვილის დედა ივანიშვილის მკურნალი ექიმი იყო, სწორედ  პაციენტისა და ექიმის ლაპარაკის შედეგად მოხვდა წლების წინ, ოლიგარქის გუნდში ფრანგული უნივერისტეტიდან ბაჩიაშვილი, რომლის ალაპარაკების ახლა ივანიშვილს ყველაზე მეტად ეშინია. 

ოლიგაქრის სადამსჯელო მანქანა მთელი სიმძლავრით  ამუშავდა. ივანიშვილი ირწმუნება, რომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა ობიექტისთვის გამოყოფილი თანხები გაფლანგა. საუბარია 100 მილიონზე, რომელსაც ბაჩიაშვილს ედავებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილი დიდი ხნით გეგმავს, მისი ყოფილი მარჯვენა ხელის ციხეში გამოკეტვას.

საქართველოს არაფორმალური მმართველი პანიკაშია - ეს უკვე ბაჩიაშვილის ამერიკელი ადვოკატის მორიგი განცხადებაა.  რობერტ ამსტერდამი პირველებთან ინტერვიუში ამბობს, რომ ოლიგარქს ბაჩიაშვილის ეშინია და ამიტომ პროკურატურის მეშვეობით ცდილობს მის განეიტრალებას.

დეტალები ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.

 

 

მსგავსი სიახლეები