ემუქრება თუ არა საქართველოს სანქციები - უკრაინა "ოცნების" ხელისუფლების წინააღმდეგ მტკიცებულებებს იკვლევს
როგორ იყენებს რუსეთი ქართულ პორტებს სანქციების გვერდის ავლისთვის? სკანდალური მტკიცებულებები უკრაინაში შაბათის ეთერის გამოძიების მთავარმა ფიგურანტმა ჩაიტანა. საქართველოოს სანაპირო დაცვის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, სკანდალური ინტერვიუს შემდეგ, მტკიცებულებები ზელნესკის გუნდს გადასცა. ახლა კიევში ამ ფაილებს სწავლობენ. ჩანაწერებით დგინდება, რომ გემები რომელიც საბუთების მიხედვით, ქართულ პორტებში შემოდიოდა, რეალურად რუსულ სანქცირებულ ნოვოროსისკის პორტში იტვირთებოდა. საქართელოს მთავრობამ ეს ყველაფერი იცოდა და დუმილით ბათუმისა და ფოთი სპორტების სახელების გამოყენებას მწვანე შუქს უნთებდა.
ომში მყოფი ქვეყნის საგამოძიებო უწყებების ხელშია მტკიცებულება ყველა იმ საეჭვო პროცესზე, რასაც ქართულ პორტებში ადგილი ჰქონდა 2022 წლის მაისიდან. ხმაურინი გამოძიებიდან 48 საათზე მეტი გავიდა თუმცა მთავარი მოპასუხე შინაგან საქმეთა მინისტრი დუმს. აქამდე მთავრობა მტკიცებულებებს ითხოვდა. როდესაც სისტემა შიგნიდან ამხილეს, დუმლის რეჟიმში გადავიდნენ. ახლა ჯერი უკრაინული გამოძიებაზეა.
დეტალები ნახეთ, გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.