რუსეთის ომმა უკრაინაში განსაკუთრებული გავლენა იქონია საქართველოზე და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩამოვედი - ბერბელ ბასი

10.07.23 19:54
რუსეთის ომმა უკრაინაში განსაკუთრებული გავლენა იქონია საქართველოზე და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩამოვედი - ბერბელ ბასი

"რუსეთის ომმა უკრაინაში განსაკუთრებული გავლენა იქონია საქართველოზე და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩამოვედი საქართველოში," - ეს განცხადება გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტმა გააკეთა.

ბერბელ ბასი საქართველოში იმყოფება და ხვალ საოკუპაციო ხაზთან ჩავა. გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტის თქმით, გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე.

ჩვენს ქვეყნებს პარტნიორული ურთიერთობა აქვთ ბევრ სფეროში. ჩვენი პარლამენტარები მჭიდროდ თანამშრომლობენ ერთმანეთთან. გერმანიის ბუნდესტაგის დახმარება მრავალფეროვანია, მაგალითად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში „ჯიაიზეტთან“ ერთად, ჩვენ ვახორციელებთ სხვადასხვა პროექტს და ეს პროექტები უფრო ინტენსიური გახდება. ბერლინში თანამშრომლობა გაგრძელდება პარლამენტის ხელმძღვანელებს შორის. დიდი ხანია, რაც გერმანია ახორციელებს საპარლამენტო სტიპენდიის პროგრამას. რუსეთის ომმა უკრაინაში განსაკუთრებული გავლენა იქონია საქართველოზე და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩამოვედი საქართველოში. საქართველოში იციან, რას ნიშნავს რუსული აგრესია. ხვალ გავემგზავრები ადმინისტრაციულ ხაზთან", - თქვა ბერბელ ბასმა. 
 

მსგავსი სიახლეები