არჩევნების გაყალბებიდან პრეზიდენტის ვეტოს გაყალბებამდე - ზურაბიშვილი მტკიცებულებებს სწავლობს

10.07.23 20:21
არჩევნების გაყალბებიდან პრეზიდენტის ვეტოს გაყალბებამდე - ზურაბიშვილი მტკიცებულებებს სწავლობს

 

 

არჩევნების გაყალბებიდან პრეზიდენტის ვეტოს გაყალბებამდე. ე. წ მკვდარი სულები  ხმის მიცემის პროცესში. სალომე ზურაბიშვილი მტკიცებულებებს სწავლობს. მმართველი გუნდი პროცედურულ დანაშაულშია მხილებული. ვეტო დაძლიეს, თუმცა ხუთი დეპუტატის ნაცვლად კენჭისყრაში მონაწილეობა მათი საპარლამენტო ბარათებით სხვებმა მიიღეს. ხუთიდან ერთმა, კახიშვილმა აღიარა, რომ ვეტოს დაძლევის დროს სხდომაზე არ ყოფილა. ეს კი რეგლამენტისა და კანონის დარღვევაა, რის პატიებასაც  ზურაბიშვილი ოცნებისთვის არ აპირებს 

პრეზიდენტმა უკვე მოითხოვა დეტალური ინფორმაცია, რა ხდებოდა მისი ვეტოს დაძლევის დროს პარლამენტის სხდომათა დარბაზში.  გაყალებების მტკიცებულებები აქვს ოპოზიციას. დეპუტატები პირდაპირ ამბობენ, რომ ეს ხმების ქურდობაა და დანაშაულის ერთ-ერთი  მთავარი  მონაწილე  პარლამენტის თავმჯდომარეა. შალვა პაპუაშვილმა  რეგლამენტს გვერდი აუარა და  დარბაზში ხმების  გადათვალზე უარი თქვა. ამიტომ ოპოზიცია პროცედურის  თავიდან გავლას ითხოვს.

დეტალები ნახეთ, რუსუდან ჯაბანიშივილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები