ნიკა გვარამია ევროპარლამენტის მიწვევით სტრასბურგში იმყოფება
ნიკა გვარამია ევროპარლამენტის მიწვევით სტრასბურგში იმყოფება. "მთავარი არხის" დამფუძნებელი 2 დღის განმავლობაში შეხვდრებს ევროპარლამენტარებთან გამართავს. ვიზიტის ბოლო დღეს კი გვარმია ევროპარლამენტარების მიერ დაგეგმილ საჯარო დისკუსიას გამართავს. შეხვედრაზე "მთავარი არხის" დამფუძნებელი საკუთარი პოლიტიკური პატიმრობის, ქართული დემოკრატიის უკუსვლისა და ქართულ მედიაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ ისაუბრებს.
ოთხი წელი ქვეყნიდან გასვლა აკრძალული მქონდა. პირველად გამოვედი ამდენი ხნის მერე და მგზავრობითაც კი ისე ვისიამოვნე, როგორვ ეგზოტიკურ კუნძულზე დასვენებით :))
ამჟამად სტრასბურგში ვარ, ევროპარლამენტის მოწვევით. საინტერესო შეხვედრები და დისკუსიები დაიგეგმა საქართველოში დემოკრატიის და სიტყვის თავისუფლების პრობლემებზე, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მდგომარეობაზე შექმნილ საერთაშორის კონტექსტში. ასევე დაგეგმილია შემაჯამებელი პრესკონფერენცია". - წერს გვარამია.