"მტრისთვის დაწერილი" - რაქვიაშვილი თავდაცვის ახალ კოდექსზე
პარლამენტში თავდაცვის კოდექსის პაკეტის განხილვა გრძელდება. რიგგარეშე სხდომის გახსნა განმეორებითი რეგისტრაციის შედეგად გახდა შესაძლებელი.
სხდომის გახსნის წინ რეგისტრაცია თავდაპირველად 75 დეპუტატმა გაიარა და კვორუმის არქონის გამო სხდომა ვერ გაიხსნა, თუმცა რამდენიმე წუთში დეპუტატებმა რეგისტრაცია განმეორებით გაიარეს და სხდომაზე 92 დეპუტატის ყოფნა დაფიქსირდა.
ოპოზიცია თავდაცვის ახალ კოდექსს "მტრისთვის დაწერილი" კანონპროექტად აფასებს.
"შეიძლება ნებისმიერი დოკუმენტის სახელი დავარქვათ ამ დოკუმენტს, მაგრამ თავდაცვასთან არანაირ კავშირში არ არის, მინიმუმ იქიდან გამომდინარე, რომ მტერი არის დასახული, რომელ მტერს ვეწინააღმდეგებით. კოდექსი ითვალისწინებს იმას, რომ რუსეთი რომ შემოიჭრას მთავრობა განაიარაღებს ჩვენს მოსახლეობას. კიდევ უფრო ნათლად, რომ არ ყოფილიყო, რომ ეს არის მტრისთვის დაწერილი რაღაც დოკუმენტი, რომელიც ჩვენს ქვეყანას აზიანებს. აი ამისთვის უარი თქვა განხილვაზე და ყველა ვისაც თავისიანია, მათ შორის ვინც ძალოვნებში მუშაობს და შემდეგ ყველა შეიძლება გაათავისუფლონ, ხოლო ღარიბაშვილი თუ მიიჩნევს ადამიანს ნიჭიერად იმასაც გაათავისუფლებენ."- ამბობს "გირჩის" წევრი სანდრო რაქვიაშვილი.
კანონპროექტს სხდომაზე დღეს მეორე მოსმენით განიხილავენ. ცვლილებს ოცნების სრული მხარდაჭერა აქვს