ზურაბიშვილს გვარამია პოლარიზაციის გაღვივებისთვის შეაწყალებინეს - კობახიძე

11.07.23 12:58
ზურაბიშვილს გვარამია პოლარიზაციის გაღვივებისთვის შეაწყალებინეს - კობახიძე

სალომე ზურაბიშვილს გვარამია პოლარიზაციის გაღვივებისთვის შეაწყალებინეს - ამის შესახებ "ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, უკარნახეს პრეზიდენტს, რომ მას უნდა შეეწყალებინა ნიკა გვარამია.

"აქედან ჩანს ვისი კარნახით შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია და რა იყო ამ შეწყალების მიზანი, რატომ უკარნახეს პრეზიდენტს, რომ მას უნდა შეეწყალებინა გვარამია. მთავარი მიზან იყო რა თქმა უნდა პოლარიზაცია, გვარამიას განცხადებებიც, რა თქმა უნდა, არის ამის დასტური. შეწყალების მთავარი მიზანი იყო პოლარიზაციის გაღვივება, ამას ვერ ახერხებდნენ არსებული პოლიტიკური შემადგენლობით, ოპოზიციის შემადგენლობას ვგულისხმობ და სწორედ იმისთვის, რომ უფრო მეტად გაეღვივებინათ პოლარიზაცია, შეაწყალებინეს სალომე ზურაბიშვილის გვარამია. ეს არის ძალიან ცუდი, ძალიან ცუდი, იმიტომ რომ ჩანს, ვიღაცები არ იშლიან თავისას, მათ სურთ პოლარიზაცია, ჩვენი მიზანია ქვეყანაში სიმშვიდის შენარჩუნება", - თქვა კობახიძემ. 

მსგავსი სიახლეები