რატომ არ წავიდა პრემიერი ნატოს სამიტზე? - ღარიბაშვილის სვლა პარლამენტში პოლიტიკური დებატების საგანი გახდა
რატომ არ წავიდა პრემიერი ნატოს სამიტზე? - ირაკლი ღარიბაშვილის სვლა პარლამენტში დილიდან პოლიტიკური დებატების საგანი გახდა.
ხატია დეკანოიძის თქმით, მან პრემიერს დაუსვა კითხვა, რატომ არ წავიდა იგი ვილნიუსის სამიტზე, თუმცა ოპოზიციონერი ამბობს, რომ მისთის უვკე ყველაფერი ნათელია.
ოპოზიციონერის თქმით, საქართველოში ვიდრე ხელისუფლება საკუთარ მომხვეჭელობაზე ფიქრს არ დაანებებს თავს, საქართველო არ იქნება განხილული სერიოზულ გეოპოლიტიკურ გეგმაში.
"რატომ არ წავიდა პრემიერ მინისტრი ვილნიუსის სამიტზე, მე ეს კითხვა ირაკლი ღარიბაშვილს დავუსვი აქ, რატომ არ არის მიწვეული იგი ვილნიუსის სამიტზე, მაგრამ უკვე ყველაფერი გასაგებია, როდესაც ჩვენი პარტნიორები გვაფრთხილებდნენ წლების განმავლობაში, რომ თუ იმ შემთხვევაში საქართველო არ გაატარებდა დემოკრატიულ რეფორმებს, თუ საქართველოში იქნებოდა ერთპარტიული მმართველობა ოლიგარქატი კლეპტოკრატია, სადაც რეალურად ძალიან ვიწრო ჯგუფი ადამიანების იქნებოდა მხოლოდ საკუთარ მომხვეჭელობაზე გადასული და არა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, იფიქრებდნენ, რა თქმა უნდა, საქართველო აღარ იქნებოდა განხილული იმ ძალიან სერიოზულ გეოპოლიტიკურ გეგმაში, რომელიც მდგომარეობს და ახლა გადაწყდება ზუსტად ვილნიუსში" - ხატია დეკანოიძე.
შეგახსენებთ, რომ მთელი მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრში ახლა ვილნიუსია. იქ არიან მსოფლიოს ლიდერებიც, მაგრამ იქ საქართველო საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზეა წარმოდგენილი. დილიდან "ქართული ოცნება" ცდილობს მთავრობის პასიურობა გაამართლოს.