ვეტოს დაძლევის გაყალბებული პროცედურა - პარლამენტში ისევ დაპირისპირებაა
პარლამენტში დაპირისპირებაა - დღევანდელი სესია ისევ დეპუატების ჩხუბით დაიწყო. საქმის გარჩევის მიზეზი ამჯერად „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად მოპარული ხმები და მანიპულაცია გახდა. ხელისუფლების ოპონენტებმა მოითხოვეს, გამოძიებული იქნას, რა მოხდა ვეტოს დაძლევის დღეს.
დღევანდელმა სხდომამაც აჩვენა, რომ ძაიან ხშირ შემთხვევაში, უმრავლესობას არ აქვს ხოლმე ქვორუმი და რეალურად, არაუფლებამოსილი სხდომების ფონზე მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. მათ შორის, არაუფლებამოსილი სხდომის მიერ მოხდა გადაწყვეტილების მიღება პრზიდენტის ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით. ვთვლით, რომ უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელმაც უნდა შეისწავლოს აღნიშნული საკითხი, რადგან არ გავქვს იმის იმედი, რომ საპროცედურო კომიტეტი, რომელიც, რეალურად, ასეთ საკიტხებს უნდა განიხილავდეს და იღებეს გადაწყვეტილებებს, მიიღებს რაიმე სახის გადაწყვეტილებას, - თქვა სესიაზე ენმ-ს წევრმა თინა ბოკუჩავამ.
"ქართული ოცნება" კი პირდაპირ ამბობს, რომ ვეტოს დაძლევის საკითხს არ გადახედავს და თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, შეუძლიათ სახელისუფლებო გუნდს საკონსტიტუციო სასამართლოშ უჩივლონ.
სესიაზე ჩხუბი მოჰყვა პოლიტიკურ განცხადებების გაკეთების მოთხოვნასაც. ოპოზიცია დებატებს ითხოვდა, რაზეც "ოცნებამ" ისევ უარი უთხრა. საბოლოოდ, დებატები დაიწყო, თუმცა ისევ დაპირისპირებით.
რაკიღა ხელისუფლებამ ოპოზიციას ყველა გზა მოუწრა, ახლა ჯერი პრეზიდენტზეა. თუკი საჭოროდ ჩათვლის, სალომე ზურაბიშვილს ვეტოს დაძლევის გაყალბებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივილი შეიძლია.