ნატოზე რიტორიკამ და შეიარაღებამ აშშ-ს მხრიდან, რა მოუტანა უკრაინას ყველა ვხედავთ - ინჯია
"ევროპელი სოციალისტების" ლიდერი ფრიდონ ინჯია ამბობს, რომ ყველა ვხედავთ, ნატოზე რიტორიკამ და შეიარაღებამ აშშ-ს მხრიდან, რა მოუტანა უკრაინას.
მისი თქმით, არ ღირდა ეს ყველაფერი მოსახლეობის და ჯარისკაცების განადგურებად.
"ნატოზე რიტორიკამ და შეიარაღებამ აშშ-ს მხრიდან, რა მოუტანა უკრაინას ჩვენ ყველა ვხედავთ. ღირდა, რომ აი ასეთი რაოდენობის მოსახლეობის განადგურება და ჯარისკაცების ორივე მხარეს? აი ეს ღირდა, იმის ფასი იყო?! ჩვენ,რომ გაგვეხსნა მეორე ფრონტი, საქართველო უკრაინასთან ერთად ან საქართველო რუსეთზე არ გაიმარჯვებს, მანამ საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანება არ იქნებოდა" -ამბობს ფრიდონ ინჯია.