ევროპაში არ იქნება უსაფრთხოება და სტაბილურობა, თუკი უკრაინის მომავალი მკაფიოდ არ იქნება განსაზღვრული - ნაუსედა

11.07.23 14:15
ევროპაში არ იქნება უსაფრთხოება და სტაბილურობა, თუკი უკრაინის მომავალი მკაფიოდ არ იქნება განსაზღვრული - ნაუსედა

ევროპაში არ იქნება უსაფრთხოება და სტაბილურობა, თუკი უკრაინის მომავალი მკაფიოდ არ იქნება განსაზღვრული - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა.

ნაუსედა ამბობს, რომ მხოლოდ მე-5 მუხლს შეუძლია ნამდვილი უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა.

რუსეთს არ უყოყმანია, შეჭრილიყო საქართველოში 2008 წელს და განეხორციელებინა ყირიმის უკანონო ანექსია 2014 წელს, გამოეწვია დესტაბილიზაცია დონბასში და დაეწყო სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში. პარადიგმის შეცვლის დროა. ევროპაში არ იქნება უსაფრთხოება და სტაბილურობა, თუკი უკრაინის მომავალი მკაფიოდ არ იქნება განსაზღვრული. მხოლოდ მე-5 მუხლს შეუძლია ნამდვილი უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა, რომელიც შეაკავებს რუსეთს მომავალი აგრესიის განხორციელებისგან. სხვა სასწაულებრივი ალტერნატივები არ არსებობს“- ამბობს ნაუსედა.

შეგახსენებთ, რომ მთელი მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრში ახლა ვილნიუსია. იქ იმყოფებიან ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, კანადის პრემიერი და ყველა ლიდერი ახლა იმსჯელებს, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ უკრაინასთან მიმართებაში.

საქართველოს შესახებ კი დღეს საუბარიც კი არ იქნება, არადა წლების წინ უკრაინამ და საქრთველომ ნატოში გაწევრიანების პირობა ერთად მიიღეს. საქართველო მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზეა წარმოდგენილი.

მსგავსი სიახლეები