კობახიძის მტკიცებით, პრეზიდენტს ნიკა გვარამია პოლარიზაციის გაღრმავების მიზნით შეაწყალებინეს

11.07.23 14:11
კობახიძის მტკიცებით, პრეზიდენტს ნიკა გვარამია პოლარიზაციის გაღრმავების მიზნით შეაწყალებინეს

"ქართული ოცნების" თავმდჯომარე ამტკიცებს, რომ ნიკა გვარამია პრეზიდენტს პოლარიზაციის გასაღრმავებლად შეაწყალებინეს. ირალკი კობახიძის თქმით, ამას ცხადყოფს ევროდეპუტატების მიერ გვარამიას ბრუსელში მიწვევაც და თავად "მტავარი არხის" დამფუძნებლის განცხადებებიც. 

აქედან ჩანს, ვისი კარნახით შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია და რა იყო ამ შეწყალების მიზანი, რატომ უკარნახეს პრეზიდენტს, რომ მას უნდა შეეწყალებინა ნიკა გვარამია. მთავარი მიზანი იყო, რა თქმა უნდა, პოლარიზაცია. ნიკა გვარამიას განცხადებებიც, რა თქმა უნდა, არის ამის დასტური. შეწყალების მთავარი მიზანი იყო პოლარიზაციის გაღვივება. ამას ვერ ახერხებენ არსებული პოლიტიკური შემადგენლობა, ოპოზიციის შემადგენლობას ვგულისხმობა და იმიტომ, რომ უფრო მეტად გაეღვივებინათ პოლარიზაცია, შეაწყალებინეს პრეზიდენტს ნიკა გვარამია. ეს არის ძალიან ცუდი, იმიტომ, რომ აქედან ჩანს, რომ ვიღაცეები არ იშლიან თავისას, მათ სურთ პოლარიზაცია, ჩვენი მიზანია ქვეყანაში სიმშვიდის შენარჩუნება, - ამბობს კობახიძე. 

მსგავსი სიახლეები