"დამატებითი შეტევა დასავლურ ღირებულებებზე" - "ხალხის ძალა" საპარლამენტო დელეგაციების შემდგენლობაში იქნება
საპარლამენტო დელეგაციების შემდგენლობაში რადიკალური დაჯგუფება "ხალხის ძალა" ოფიციალურად იქნება. პრორუსი დეპუტატები ნატოს და ვეროკავშირის საპარლამენტო დელეგაციებში "ოცნების" გადაწყვეტილებით შევლენ. იმ ფონზე, როდესაც საპარლამენტო დელეგაციებში ჩასმაზე "ოცნება" ოპოიზიციის დიდი ნაწილს უარს ეუბენბა, "ხალხის ძალის " წევრებს კვოტა ყველა დელეგაციაში ექნებათ.
"ხალხის ძალის" წევრი გურამ მაჭარაშვილი ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილება მიღებული იმიტომ იქნა, რომ მოძრაობა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. მისი მტკიცებით, საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა საზღვარგარეთ საქართველოს ადვოკატირებას ეწევა, ხოლო ოპოზიცია ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებს.
შევხედოთ, საპარლამენტო დელეგაციებში ჯერ ერთი, ვინ დადის და მერე, ვინ აკეთებს საქმეს. საპარლამენტო დელეგაციები რომ ჩადის უმრავლესობიდან ჩვენ ვნახეთ, რომ ისინი საქართველოს ადვოკატირებას ეწევიან და ოპოზიცია ჩადის და სხვა ქვეყნის ადვოკატირებას ეწევა საქართველოს საწინააღმეგოდ. ამით, რომ ჩვენ საპარლამენტო უმრავლესობაში კვოტები ერთიანად გავსაზღვრეთ, პირიქით, ოპოზიციას ეს ყველაფერი დავუთმეთ ანუ ჩვენ ცალკე კვოტა არ გავქვს და საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით ვსარგებლობთ, - ამბობს მაჭარაშვილი.
ოპოზიცია დარწმენებულია, რომ ამას ერთადერთი მიზანი აქვს: საერთაშორისო შეხვედრების დროს ხელისუფლებამ ანტიდავლური კამპანიის გაძლიერების გადაწყვეტილება მიიღო.
იმ ფონზე, როცა „ხალხის ძალა“ გამოირჩევა ანტიდასავლური გზავნილებით და უპირისპირდება ქვეყნის საგარეო ვექტორს თავისი რიტორიკით, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ „ხალხის ძალასთან“ ერთად ყველა საპარლამენტო ასამბლეაში და დელეგაციაში იყოს ჩართული. როგორც ჩანს, მათ, უბრალოდ, ექსკურსიები მოსწონთ ევროპაში და არა თავად ევროპა და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ არანაირი სხვაობა „ხალხის ძალასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის არ არის. ეს იქნება, უბრალოდ, დამატებითი შეტევა დასავლურ ღირებულებებზე და დასავლეთზე უკვე იმ ფორმატებში, სადაც საქართელო არის ჯერ კიდევ წარმოდგენილი, - ამბობს თეონა ქუბარდია.
"ლელოს" წევრი, სალომე სამდაშვილის თქმით, რამდენიც არ უნდა ეცადოს "ოცნება", რომ ოპოზიციას შეზღუდვები შეუქმნას, უკვე ყველასთის ცხადია, რომ ქვეყანას კორუპმპირებული რუსული რეჯმის მართავს.
საკუთარ წევრებს გაუფორმეს დელეგაციებში ადგილი. ამით ისინი რეალურად ცდილობენ, რომ შეზღუდონ გავლენა საპარლამენტო ოპოზიციის საერთაშორისო ასპარეზზე. „ქართული ოცნება“ რამდენიც არ უნდა ეცადოს, რომ შექმნას შეზღუდვები ოპოზიციისთვის საერთაშორისო ასპარეზზე და ა.შ., ეს არ ცვლის იმას, რომ დრეს არავის ეპარება ეჭვი,რ ომ საქართველოს მართავს კორუმპირებული ოლიგაქრიული რეჟიმი, რომელიც რუსეთს გულშემატკივრობს რუსეთ-უკრაინის ომში, - ამბობს სამდაშვილი.