კომუნიკაციების კომისიის წევრი, ნათია კუკულაძე დეკლარაციაში ხელფასს, 5 უძრავი ქონებასა და მეუღლის ბიზნესს მალავს
დეკლარაციიდან დამალული ქონება - კომუნიკაციების კომისიის წევრი, ნათია კუკულაძე დეკლარაციაში ხელფასს, 5 უძრავი ქონებასა და მეუღლის, ოთარ ლორთქიფანიძის ბიზნესს მალავს. ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ავრცელებს.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს შეისწავლოს კუკულაძის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.
დარღვევა #1
კუკულაძესა და მის მეუღლეს ეკუთვნით 5 ერთეული დაუდეკლარირებელი უძრავი ქონება:
ბინა თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე - 124.75 კვ.მ.
ავტოსადგომი თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე - 15.05 კვ.მ.
ბინა თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე - 117.04 კვ.მ.
სარდაფი თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე - 12.88 კვ.მ.
ბინა თბილისში, საკანდელიძის ქუჩაზე - 68.90 კვ.მ.დარღვევა #2
კუკულაძეს დეკლარაციებში ასევე არ აქვს მითითებული ინფორმაცია მეუღლის, ოთარ ლორთქიფანიძის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ:
შპს ატრიუმი - დირექტორი
სს მუხიანი რესიდენსი - დირექტორი, წილი 100%
შპს ლილო პროექტი - დირექტორი, წილი 25%დარღვევა #3
კუკულაძემ დამალა ხელფასი, რომელსაც ის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობიდან იღებს. ინფორმაციისთვის, მარეგულირებელი კომისიის წევრების ანაზღაურება ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ქვეყანაში. 2020 წლის ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, კომისიის წევრის საშუალო თვიური ანაზღაურება 15 ათას ლარს აღემატება.
კუკულაძე, როგორც თანამდებობის პირი, ვალდებულია ყველა ეს ინფორმაცია ასახოს დეკლარაციაში, - წერია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" განცხადებაში.