"თუ არ გვაძლევენ არჩევანს, ავიღებთ არადანს" - ლაზარე გრიგორიადისი

11.07.23 16:07
"თუ არ გვაძლევენ არჩევანს, ავიღებთ არადანს" - ლაზარე გრიგორიადისი

"თუ არ გვაძლევენ არჩევანს, ავიღებთ არადანს," - მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის გზავნილი სასამართლო სხდომიდან.

21 წლის აქტივისტმა ეს სიტყვები ფურცელზე დაწერა და სასამართლო დარბაზში მყოფებს უჩვენა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე კიდევ ერთი მოწმე დაიკითხა - შინაგან საქმეთა სამინისტროს ქიმიური ექსპერტიზის უფროსი, რომელიც ამტკიცებს, რომ დაკავებული ახალგაზრდის ტანსაცმლის გამოკვლევისას ნავთობპროდუქტების, მძიმე და ცხიმოვანი მჟავების კვალი ქურთუკზე დააფიქსირეს. 

ლაზარე გრიგორიადისის მომდევნო სასამართლო პროცესი 22 ივლისს, 14:00 საათზე გაიმართება. 

პოლიციამ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავა. საგამოძიებო უწყება ამტკიცებს, რომ გრიგორიადისმა სამართალდამცავების მიმართულებით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ორჯერ ისროლა. გარდა ამისა, ბრალდების მხარის მტკიცებით, გრიგორიადისმა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ "ტოიოტა კოროლას" მოდელის ავტომანქანას ცეცხლი განზრახ წაუკიდა.

მსგავსი სიახლეები