ტრაგედია წყნეთში - ნინო წულაძე მერიის პასუხისმგებლობაზე საუბრობს

11.07.23 16:10
ტრაგედია წყნეთში - ნინო წულაძე მერიის პასუხისმგებლობაზე საუბრობს

ტრაგედია წყნეთში - თბილისის საკრებულოს წევრი, ნინო წულაძე დედაქალაქის მერიას პასუხისმგებლობას ახსენებს.

პარტია "ხალხისთვის" ლიდერი "პირველებთან" ამბობს, რომ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, მათ საკრებულოში დააყენეს მოთხოვნა, რომ დედაქალაქში  არსებულ ყველა გამწვანებულ სკვერში აუდიტი შესულიყო და შესაბამის სამსახურს უსაფრთხოების ნორმები შეემოწმებინა. 

პოლიტიკოსის თქმით, ახლა ისრების მოსახლეობისკენ გადატანა არასწორია: 

2022 წლის 4 ნოემბერს საკანონმდებლო ინიციატივა დავაყენეთ, თბილისის სკვერებსა და გამწვანებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების აუდიტის ჩატარებასთან დაკავშირებით. ეს უსაფრთხოების აუდიტი რომ ჩატარებულიყო, და ზოგადად, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას რომ იღებდეს ქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლება, მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები არ დაფიქსირდებოდა.

რა თქმა უნდა, გამგეობა, მერია არის პასუხისმგებელი მათ საკუთრებაში არსებული გამწვანებულ ტერიტორიებზე უზრუნველყონ უსაფრთხოება. აქ ისრების გადატანა მოსახლეობასა და სხვა და სხვა ადამიანებზე არ არის სწორი. იგივე მოხდა ვაკის პარკის შემთხვევაში, შემსრულებლებზე გადაიტანეს რეალურად ისრები და ვნახეთ ის შედეგი რაც გუშინ დადგა სასამართლოზ, ეს არის არასწორი" - განაცხადა ნინო წულაძემ. 

წყნეთში უბედური შემთხვევას 16 წლის დათუნა ჟღენტი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მოზარდი სკვერში იმყოფებოდნენ, რა დროსაც ბიჭს დენმა დაარტყა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყნეთში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი 16 წლის ბიჭის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რასაც ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა.

მსგავსი სიახლეები