სად იყო მუნიციპალური ინსპექცია? - ნადირაძე წყნეთში დატრიალებულ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას მერიას აკისრებს

11.07.23 16:26
სად იყო მუნიციპალური ინსპექცია? - ნადირაძე წყნეთში დატრიალებულ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას მერიას აკისრებს

ვინ არის პასუხისმგებელი 16 წლის მოზარდის გარდაცვალებაზე - წყნეთში დატრიალებული უმძიმესი ტრაგედიას საკრებულოს ოპოზიცია ეხმიანება. 

ირაკლი ნადირაძე მუნიციპალურ ინსპექციას საკუთარ მოვალეობას ახსენებს. მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ დედაქალაქის ხელისუფლება სკვერებსა და ბაღების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას იღებდეს, უწყება გამოძიების შედეგებს არც კი ელოდება და მომხდარში მოსახლეობას ადანაშაულებს. 

მისი თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოსახლეობას ელექტროკაბელი კუსტარულად ჰქონდა გაყვანილი, შესაბამისი სამსახური ვალდებული იყო პრევენციული ზომები მიეღო. 

ენმ-ს წევრი პირდაპირ ამბობს, რომ მსგავსი ტრაგიკული შემთხვევების დროს, ხელისუფლება ყოველთვის ცდილობს, რომ მაღალჩინოსნებს ხელი დააფაროს: 

მერამდენე შემთხვევაა, როცა ეზოში გაშვებული ბავშვი მშობელს ცოცხალი არ უბრუნდება, ცხადია, რომ ჩვენ ძალიან ცუდ, ტოქსიკურ გარემოში, ჩვენს ქალაქში უსაფრთხო აღარაფერი დარჩა. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება პასუხისმგებლობას იღებდეს ამ ყველაფერზე, კვლავ ხელს იშვერენ მოსახლეობისკენ. ამ შემთხვევაში იმის ნაცვლად, რომ თუნდაც გამოძიებას დალოდებოდნენ, ამის შემდგომ გაეჟღერებინათ ვერსიები, პირდაპირ დააბრალეს ხალხს, რომ თურმე იქ ვიღაცამ კუსტარულად კაბელი გაიყვანა. ასეც რომ ყოფილიყო, სად იყო მუნიციპალური ინსპექცია, რომელიც ამ ყველაფრის საწინააღმდეგოდ უნდა მუშაობდეს. ხელისუფლება ყოველთვის ცდილობს, რომ მაღალჩინოსნებს ხელი დააფაროს, რომ არ იყოს ობიექტური გამოძიება, რომ რომელიმე მის მაღალჩინოსანს საფრთხე არ დაემუქროს"- აცხადებს ნადირაძე. 

მსგავსი სიახლეები