გავზრდით პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ - სტოლტენბერგი
გავზრდით პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
სტოლტენბერგის თქმით, დღეს სამიტზე მიღებულ უნდა იქნას გადაწყვეტილება უფრო ძლიერი ალიანსისთვის.
დღეს ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები უფრო ძლიერი ალიანსისთვის, გავზრდით ჩვენს პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, ეს ყველაფერი უკრაინას დაახლოვებს ნატოსთან, სადაც მისი ადგილია. ჩვენ ასევე გადავდგამთ ნაბიჯებს თავდაცვის გასაძლიერებლად და ვიმსჯელებთ ნატოს ახალ გეგმაზე".- განაცხადა სტოლტენბერგმა.
ვილნიუსის სამიტზე შეკრებილ ლიდერებს პრეზიდენტ ზელენსკის კირტიკა დაეწიათ. ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ ალინსს უკრიანის გაწევრინების სრული მზადყოფნა არ აქვს. საგანგებო განცხადება ზელენსკიმ ცოტახნის წინ გაავრცელა. ეს მაშინ, როდესაც ნატოს წევრი ქვეყნის ლიდერები გაფართოების საკითხზე დახურულ კარს მიღმა მსჯელობენ, უკრაინის გაწევრიანების შესახებ კი საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე საათში ამ შეხვედრაზე უნდა მიიღონ. ვილნიუსში მიემგზვარება უკრაინის პრეზიდენტიც.