უნდა ვიმსჯელოთ, როგორ მოიგოს ომი უკრაინამ და როგორ გაძლიერდეს ალიანსის თავდაცვის სისტემა - ნაუსედა

11.07.23 17:03
უნდა ვიმსჯელოთ, როგორ მოიგოს ომი უკრაინამ და როგორ გაძლიერდეს ალიანსის თავდაცვის სისტემა - ნაუსედა

უნდა ვიმსჯელოთ, როგორ მოიგოს ომი უკრაინამ და როგორ გაძლიერდეს ალიანსის თავდაცვის სისტემა  - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა.

ნაუსედას თქმით, მოკავშირეები დღეს ვილნიუსში შეიკრიბნენ, რათა დაადასტურონ კოლექტიური სოლიდარობისა და თავდაცვის მნიშვნელობა.

ლიეტუვა ყოველთვის იდგა მყარ ღირებულებებზე, ჩვენი პრინციპია - ყველა ერთისათვის და ერთი ყველასათვის. მიმდინარე პროცესები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, უკრაინაში რუსეთის სასტიკი ომი ისევ მიმდინარეობს უკრაინის სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, მოკავშირეები დღეს ვილნიუსში შეიკრიბნენ, რათა დაადასტურონ კოლექტიური სოლიდარობისა და თავდაცვის მნიშვნელობა. ასევე, უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, ვიმსჯელოთ - როგორ მოიგოს ომი უკრაინამ და როგორ გაძლიერდეს ალიანსის თავდაცვის სისტემა. ერთიანობასა და სოლიდარობაზე დგას წარმატება".- განაცხადა ნაუსედამ.

ვილნიუსის სამიტზე შეკრებილ ლიდერებს პრეზიდენტ ზელენსკის კირტიკა დაეწიათ. ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ ალინსს უკრიანის გაწევრინების სრული მზადყოფნა არ აქვს. საგანგებო განცხადება ზელენსკიმ ცოტახნის წინ გაავრცელა. ეს მაშინ, როდესაც ნატოს წევრი ქვეყნის ლიდერები გაფართოების საკითხზე დახურულ კარს მიღმა მსჯელობენ, უკრაინის გაწევრიანების შესახებ კი საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე საათში ამ შეხვედრაზე უნდა მიიღონ. ვილნიუსში მიემგზვარება უკრაინის პრეზიდენტიც.

მსგავსი სიახლეები