დიფერენციაციის საფუძველი როდესაც არის ომის მდგომარეობა, ჩვენ ამას ვერაფერს ვუზამდით - კობახიძე

11.07.23 17:19
დიფერენციაციის საფუძველი როდესაც არის ომის მდგომარეობა, ჩვენ ამას ვერაფერს ვუზამდით - კობახიძე

"ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ნატო-სთვის უკრაინასა და საქართველოს შორის დიფერენციაციის საფუძველი ომის მდგომარეობაა.

კობახიძის განცხადებით, 2008 წელს, როდესაც ჩვენ გვქონდა ომი, მაშინ მაპიც კი არ მოგვანიჭეს. დღეს კი უკრაინა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არის.

დიფერენციაციის საფუძველი როდესაც არის ომის მდგომარეობა, ჩვენ ამას ვერაფერს ვერ ვუზამდით. ერთადერთი, რაც შეიძლებოდა რომ გაგვეკეთებინა, ჩართვა ომში, რასაც ითხოვდა ჩვენი კოლექტიური ოპოზიცია, რასაც ითხოვდა უკრაინის ხელისუფლება და არაერთი უცხოელი ექსპერტ პოლიტიკოსი. ჩვენ ამას ვერ გავაკეთებდით. აქედან გამომდინარე, დიფერენცირება არის სრულიად ბუნებრივი და ჩვენ ამას ვერ შევცვლით. 

2008 წელს, როდესაც ჩვენ გვქონდა ომი, მაშინ გახსოვთ, რომ მაპიც კი არ მოგვანიჭეს. დღეს კარგია, რომ უკრაინის მიმართ არის ასეთი დამოკიდებულება და ეს ქვეყანა არის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ". - ამბობს ირაკლი კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ მთელი მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრში ახლა ვილნიუსია. იქ იმყოფებიან ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, კანადის პრემიერი და ყველა ლიდერი ახლა იმსჯელებს, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ უკრაინასთან მიმართებაში.

საქართველოს შესახებ კი დღეს საუბარიც კი არ იქნება, არადა წლების წინ უკრაინამ და საქრთველომ ნატოში გაწევრიანების პირობა ერთად მიიღეს. საქართველო მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზეა წარმოდგენილი.

 

 

მსგავსი სიახლეები