ივანიშვილი საკუთარი ფულის გამო ნებისმიერ ადამიანს გასწირავს - ირაკლი კუპრაძე
ივანიშვილის საკუთარი ფულის გამო ნებისმიერ ადამიანს გასწირავს, - ასე აფასებს "ლელოს" გენერალური მდივანი გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ივანიშვილის სამართლებრივ დავას.
ირაკლი კუპრაძის თქმით, ოლიგაქრი ივანიშვილი ყველაფერს იკადრებს, რადგან სასამართლოც და პროკურატურაც მის კონტროლს ქვეშაა.
ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც საკუთარი ფულის გამო გასწირავს ნებისმიერ ადამიანს. ის სამი წლის განმავლობაშ ორად ორჯერ გამოჩნდა: ერთხელ შვეიცარიულ ბანკს რაღაც მილიარდებს ედავებოდა და მეორეჯერ, საკუთარი კომპანიის დირექტორი დაიჭირა. ის იკადრებს ყველაფერს, ის დაიჭერს ყველას, იმიტომ, რომ ჯიბეში უზის სასამართლოც და პროკურატურაც, შესაბამისად, ნებისმიერი რამ არის მოსალოდნელი ივანიშვილისგან ა“ქართული ოცნებისგან“ , რომელსაც ოკუპირებული აქვს სახელმწიფო ინსტიტუტები, - ამბობს კუპრაძე.