ტრაგედია წყნეთში - ცნობილია კომპანია, ვისაც სკვერის, მათ შორის ელექტროსადენების მონტაჟი ევალებოდა
სკვერს წყნეთში, სადაც დენის დარტყმით 16 წლის კალათბურთელი გარდაიცვალა, კომპანია, "კვადრელი" არემონტებდა. "პირველებმა" ამოიღო სატენდერო დოკუმენტაცია, სადაც წერია, რომ კონტრაქტორი კომპანიის ვალდებულებაში მათ შორის ელექტროსადენების მონტაჟიც შედიოდა.
ტენდერის პირობების თანახმად, შპს "კვადრელის" ბოძის დამცავი დამინება აქვს გასაკეთებელი. ასევე, კაბელის გაყვანისა და ძაბვის სიდიდეების ოქმი აქვს შესადგენი.
ერთი წერია ოფიციალურ დოკუმენტებში სხვას ამტკიცებს მთელი დღეა თბილისის მთავრობა. კალაძის უწყებაში დღეს არ უთქვამთ, რომ სამშენებლო კომპანიას, რომელიც სკვერის რეაბილიტაცია ატარებდა ელექტროქსელის მოწესრიგებაც დაუკვეთეს.
კორუფციის მკვლევარი, ბესო დაონაძე "პირველებს" ეუბნება, რომ იმ შემთხვევაში თუ ელქტროსადენი თვითნებურად იყო გაყვანილი, მისი კონტროლი მერიის პრეროგატივა იყო.
თუ სადმე ნახეს, რომ დამონტაჟებულია, რაღაც ძაბვის სადენები, რომელიც პროექტში არ არის მათი (კომპანიის) ვალდებულება იყო მოსხნის, ხოლო მერიის ვალდებულება იყო გაკონტროლების.
ასევე, კომპანიას აქვს ჩამონათვალში ძაბვასთან განხორციელებული სამუშაოები. ასე რომ, პასუხისმგებლობა აირიდოს კომპანიამაც და მერიამაც, თითოქს ეს კუსტრაულად დაამონტაჟა, ეს არ არის ნამდვილი. კომპანია და მერია ორივე არის პასუხისმგებელი. კომპანია - შესრულების ნაწილში, ხოლო მერია გაკონტროლების ნაწილში"- თქვა დონაძემ.
"პირველები" კომპანია "კვადრელის" 100%-იანი წილის მფლობელს, თეიმურაზ კვარაცხელიას დაუკავშირდა, ეს უკანასკნელი ამბობს, რომ ის ამჟამად საქართველოში არ იმყოფება, ყველა კითხვას კი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გასცემს პასუხს.
კითხვაზე, რატომ არ იყო ადგილზე გამაფრთხილებელი ნიშნები, მაშინ რიცა კომპანიას სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაწყებული ჰქონდა, კვარაცხალია ამბობს, რომ მას სამუსაოები ჯერ არ დაუწყია. კადრებში კი, რომელიც "პირველების" გადამღებმა ჯგუფმა ადგილზე გადაიღო, ჩანს, რომ სკვერის მიმდებარე ტერიტორია გადათხრილია.