"ადამიანები შიშისგან თავისუფალ ცხოვრებას იმსახურებენ" - მეცოლა პრაიდ ფესტივალის ჩაშლას გმობს
ძალადობრივი ჯგუფების მიერ პრაიდ ფესტივალის ჩაშლას ევროპარლამენტის პრეზიდენტი კრიტიკულად აფასებს.
რობერტა მეცოლამ ევროპარლამენტის პლენარული სესიის გახსნისას ღონისძიების ძალადობრივი ფორმებით ჩაშლა დაგმო.
ლგბტქი+ თემის სიცოცხლე და უსაფრთხოება უნდა იყოს პრიორიტეტული, ადამიანები შიშისგან თავისუფალ ცხოვრებას იმსახურებენ. აქედან მინდა მათ ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოვუცხადო“, - განაცხადა რობერტა მეცოლამ.