კლანის უტყვი მოსამართლეებით შევსება ცუმპა რამპად აქცევს დღევანდელ ღონისძიებებს - გიგი უგულავა

26.05.21 18:51
კლანის უტყვი მოსამართლეებით შევსება ცუმპა რამპად აქცევს დღევანდელ  ღონისძიებებს - გიგი უგულავა

26 მაისს იუსტიციის საბჭოში კლანის უტყვი მოსამართლეებით შევსება სრულ ცუმპა რამპად აქცევს დღევანდელ სახელმწიფო ღონისძიებებს - ასეთია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასება იუსტიციის საბჭოს დევანდელ ღონისძიებაზე. გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ ,,ოცნებამ" საერთაშორისო პარტნიორების მოთხოვნის იგნორირება მოახდინა.

26 მაისს იუსტიციის საბჭოში კლანის უტყვი მოსამართლეებით შევსება სრულ ცუმპა რამპად აქცევს დღევანდელ სახელმწიფო ღონისძიებებს. სასამართლო რეფორმის ნაწილში ოცნებამ პარტნიორები გადაყარა. Это раз. კიდევ ბევრი იქნება. ოღონდ ახლა ხო ვამბობდის ნაცვლად, სჯობს ახლავე კარგად გავაგებინოთ პარტნიორებს, რომ ბოლოში როცა ჩიხში შევალთ, მათთვის მოულოდნელი არ იყოს - წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.
 

 

 

მოსამართლეთა კონფერენციამ დღეს იუსტიციის საბჭოს 4 მოსამართლე წევრი აირჩია.

 

მსგავსი სიახლეები