მურუსიძე, თადუმაძე, მიქაუტაძე - ცნობილია, რომელი მოსამართლეების დეკლარაციებს შეამოწმებს საჯარო სასამხურის ბიურო

11.07.23 18:18
მურუსიძე, თადუმაძე, მიქაუტაძე - ცნობილია, რომელი მოსამართლეების დეკლარაციებს შეამოწმებს საჯარო სასამხურის ბიურო

მიმდინარე წელს უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით მოსამართლეთა დეკლარაციების შემოწმებაა დაგეგმილი, მათ შორის იქნებიან სასამართლო კლანის ლიდერები და მათთან დაახლოებული პირები, - ინფორმაციას სასამართლო გუშაგი ავრცელებს.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, წელს საჯარო სამსახურის ბიუროს შესამოწმებელ პირთა სიაში 60 მოსამართლეა, აქედან 14 მოსამართლე შერჩეულია ელექტრონული სისტემის მეშვეობით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ხოლო 46 კომისიის მიერ, რომელთა შორის არიან მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ირაკლი ბონდარენკო, მერაბ გაბინაშვილი, დიმიტრი გვრიტიშვილი, შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე და გიორგი მიქაუტაძე.

მოსამართლეთა უდიდესი ნაწილის დეკლარაცია დადებითად შეფასდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მონიტორინგის არსებული სისტემა, ძირითადად, დეკლარირებული მონაცემების სისრულისა და სისწორის შემოწმებას ემსახურება და არა კორუფციულ სამართალდარღვევათა შესაძლო შემთხვევების გამოვლენასა და პრევენციას. შესაბამისად, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ დეკლარაციების მონიტორინგი კორუფციასა და ინტერესთა შეუთავსებლობასთან ბრძოლის მძლავრი ინსტრუმენტის ფუნქციას ვერ შეითავსებს, თუმცა ობიექტურ წარმოდგენას ქმნის კონკრეტულ თანამდებობის პირზე – თავისთავად, დეკლარაციის არასწორად შევსების ფაქტის გამოვლენა და მისი უარყოფითად შეფასება, სულ მცირე, ეჭვს აჩენს პირის კეთილსინდისიერების მაღალ სტანდარტთან დაკავშირებით, - წერს სასამართლოს გუშაგი.

არასწორად შევსებული დეკლარაციის გამო, 2018-2022 წლების განმავლობაში, მთლიანობაში, მოსამართლის დაჯარიმების 3 შემთხვევა დაფიქსირდა. დაჯარიმებულ მოსამართლეებს შორის 2019 წელს აღმოჩნდნენ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო ქადაგიძე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, მერაბ გაბინაშვილი.

მსგავსი სიახლეები