უკრაინა მიიღებს მოწვევას NATO-ში გაწევრიანებისთვის, საქართველო ისევ იმ კლასში ჩარჩება, რომელშიც აქამდე იყო - ხიდაშელი

11.07.23 18:31
უკრაინა მიიღებს მოწვევას NATO-ში გაწევრიანებისთვის, საქართველო ისევ იმ კლასში ჩარჩება, რომელშიც აქამდე იყო - ხიდაშელი

"უკრაინას, პრაქტიკულად, შეუძლია თამამად იყოს დარწმუნებული, რომ ისინი მიიღებენ მოწვევას NATO-ში გაწევრიანებისთვის, ჩვენ სამწუხაროდ ისევ იმ კლასში ვართ ჩარჩენილი, რომელშიც აქამდე ვიყავით," - ეს განცხადება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა გააკეთა.

ხიდაშელი იმ მოლოდინებზე საუბრობს, რაც საქართველოსა და უკრაინას NATO-ს ამჟამინდელი სამიტისგან უნდა ჰქონდეს.

უკრაინას პრაქტიკულად, შეუძლია თამამად იყოს დარწმუნებული, რომ ისინი მიიღებენ მოწვევას NATO-ში გაწევრიანებისთვის, ჩვენ სამწუხაროდ ისევ იმ კლასში ვართ ჩარჩენილი, რომელშიც აქამდე ვიყავით. არადა, საქართველოს ჰქონდა გაცილებით მეტი შანსი, ჯერ კიდევ ნატოს წინა სამიტის დროს, უფრო მეტი პროგრესი ეჩვენებინა,“ - ამბობს თინა ხიდაშელი.

ხიდაშელი საუბრობს იმ მოლოდინებზე, რაც ახლა სამიტისგან უკრაინას აქვს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ვარაუდობს, რომ უკრაინა მომდევნო წელს მიიღებს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისგან.

მიუხედავად იმ სკეპტიმიზმისა, რომელიც მოვისმინეთ ვოლოდიმირ ზელენსკისგან, ნეტავ, ჩვენც ამ მდგომარეობაში ვიყოთ, ვინაიდან ის მოლოდინი, რომელიც არსებობს დღეს მისაღებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, არის დამოკლება გაწევრიანების გზის ნამდვილად უკრაინისთვის. არ ყოფილა მოლოდინი, რომ ამ სამიტზე უკრაინის გაწევრიანება მოხდებოდა, თუმცა, უკრაინის გაწევრიანებისთვის მიწვევა შესაძლებელია განხორციელებულიყო. ამას დრო სჭირდება და გაწევრიანებაზე მიწვევისთანავე არ ხდება ქვეყანა NATO-ს წევრი, - განაცხადა ხიდაშელმა.

მსგავსი სიახლეები