ეროვნული ინტერესების ღალატია, საგარეო საქმეთა მინისტრს რაზე ეცინებოდა? - ვანო მაჭავარიანი NATO-ს სამიტზე
„რატომ არ შეიძლებოდა საქართველოზეც ყოფილიყო MAP-ის გარეშე მიღება. უკრაინა ერთსაფეხურიან NATO- ში გაწევრიანებას იგებს“, - ეს განცხადება უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ ვანო მაჭავარიანმა გააკეთა.
ვანო მაჭავარიანი საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის ინტერესების ღალატში ადანაშაულებს.
ეროვნული ინტერესების ღალატია, იმიტომ, რომ თუ საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ NATO-სკენ და ევროკავშირისკენ მიდიოდეს და ყველა შესაძლებლობას აძლევს მშვიდობიანად ეს გაკეთდეს და საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არ აკეთებს ამას ეს არის ღალატი პრინციპების, რაზეც საქართველოს სახელმწიფო არის აგებული,“ - ამბობს მაჭავარიანი.
ვანო მაჭავარიანი ხელისუფლებას საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებების არქონის გამო აკრიტიკებს. მაჭავარიანის თქმით, საქართველოს რუსეთთან დაპირისპირებას არცერთი პარტნიორი არ აიძულებს.
ჩვენ არავის არაფერზე ვესაუბრებით, არც NATO-ს მიმართებაში. ჩვენმა პარტნიორი ქვეყნის ლიდერებმა პირდაპირ თქვეს, რომ საქართველოს NATO არ აინტერესებს, დღესაც გამოცდილმა დიპლომატმა დაადასტურა, რომ უბრალოდ ყველაფერს აკეთებს, რომ ამ პროცესების მიღმა დარჩეს. უკრაინა ყველაფერს აკეთებს, რომ მიიღოს მაქსიმუმის მაქსიმუმი, როგორც შიდა პოლიტიკური სამხედრო უსაფრთხოების დიპოლომატიური მიმართულებით იმიტომ, რომ ეს მას სჭირდება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და არა იმ საპარანჭიაოდ, რომელსაც ჩვენ ახლა ვხედავთ საქათველოს ხელისუფლებიდან, რომ თურმე ამით რომ ჩვენ ნატოს დავშორდით,“ - ამბობს ვანო მაჭავარიანი.
ვანო მაჭავარიანის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრი პრემიერის „სამდივნოს ხელმძღვანელია“ და რეალურად იმ ფუნქციას არ ასრულებს, რაც მას აკისრია. მაჭავარიანი ვილნიუსის დღევანდელ სამიტსაც ეხმაურება, სადაც პრემიერი არ იმყოფება და საქარტელოს საგარეო საქმეთა მინისტრი წარმოადგენს.
ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრს რაზე ეცინებოდა, რაზე ეღიმებოდა, რა გვაქვს სამხიარულო, ან ჩვენს ელჩს ბატონ ვიკა დოლიძეს, რომელიც პრინციპები, რამდენი წელი მიდიოდა საქართველო კარგად იცის, რა არის გასაღიმი,“ - ამბობს მაჭავარიანი.