NATO-ს წევრი ქვეყნების თანხმობა და პირობების შესრულება - სტოლტენბერგი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაზე

11.07.23 19:12
NATO-ს წევრი ქვეყნების თანხმობა და პირობების შესრულება - სტოლტენბერგი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაზე

"ჩვენ გადავდივართ ახალ ურთიერთობაზე უკრაინასთან, რომელიც პრაქტიკულად შეცვლის იმ პროცესს, რომელსაც ჰქვია NATO-ში გაწევრიანება ამ ქვეყნისთვის", - ეს განცხადება NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გააკეთა.

სტოლტენბერგის თქმით, უკრაინა NATO-ში მას შემდეგ გაწევრიანდება, როდესაც ალიანსის ყველა წევრი ქვეყანა ამ საკითხზე შეჯერდება.

სტოლტენბერგი უკრაინის პრეზიდენტის კრიტიკულ განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ნატო უკრაინის მხარდაჭერას უწყვეტად აგრძელებს.

ვსაუბრობთ იმაზე, რომ იმის მაგივრად, რომ ორი ნაბიჯი გაიაროს უკრაინამ ნატოს წევრობამდე, მან უნდა გადადგას მხოლოდ ერთი ნაბიჯი, რაც გულისხმობს იმას, რომ MAP აღარ იქნება საჭირო NATO-ში გაწევრიანებისთვის.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მხრიდან უკრაინის დახმარების გაგრძელება დააანონსა.

ჩვენ გადავდივართ ახალ ურთიერთობაზე უკრაინასთან, რომელიც პრაქტიკულად შეცვლის იმ პროცესს, რომელსაც ჰქვია NATO-ში გაწევრიანება ამ ქვეყნისთვის. NATOმზად არის უკრაინა მიიღოს თავის წევრად, როდესაც ალიანსის ყველა წევრი შეთანხმდება ამ საკითხზე და შესრულებული იქნება ყველა პირობა. ასევე, ალიანსი თანხმდება იმაზე, რომ გაგრძელდება მხარდაჭერა უკრაინის მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ახალი გეგმა, რომელიც შეიმუშავა ალიანსმა, ხელს შეუწყობს კიდევ უფრო გაძლიერებას უკრაინის, რომელიც იმყოფება ომის მდგომარეობაში რუსეთთან. ასევე გადაწყვეტილია, რომ გაიზრდება იმ დახმარების მოცულობა, რომელიც შემუშავებულია ევროპისა და კანადის მიერ, ეს არის ერთ-ერთი დიდი დახმარბა, რომელსაც გამოყოფს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი, ეს არის, დაახლოებით, 4.5 მილიარდი დოლარის დახმარება,“ - ამბობს სტოლტენბერდი. 

მსგავსი სიახლეები