მაშინ რატომ არ ხართ ახლა იქ? - იან კელი სალომე ზურაბიშვილს
"მაშინ რატომ არ ხართ ახლა იქ?" - ამ სიტყვებით მიმართავს აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი საქართველოს პრეზიდენტს.
იან კელი სალომე ზურაბიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა NATO-ს სამიტს "წარმატებული და პროდუქტიული მუშაობა" უსურვა.
მაშინ რატომ არ ხართ ახლა იქ? საქართველოს სახელმწიფო მეთაური ახლა NATO-ს სამიტზე უნდა იყოს და Twitter-ზე კეთილი სურვილებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს", - წერს იან კელი.