არასდროს არ იქნება რუსული ტანკები ევროპაში - ზელენსკის მიმართვა ვილნიუსიდან
"არასდროს არ იქნება რუსული ტანკები ევროპაში", - ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვილნიუსის ცენტრში შეკრებილ უკრაინის მხარდამჭერებს. ვილნიუსის ცენტრში უკრაინის დროშა აღმართეს და ამ ღონისძიებას ზელენსკი უკრაინის პირველ ლედისთან ერთად დაესწრო.
ვოლოდიმირ ზელენსკი ვილნიუსში, NATO-ს სამიტის პარალელურად იმყოფება და ხვალ უკრაინის პრეზიდენტი ლიდერების ვახშამში მიიღებს მონაწილეობს, ხოლო უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომა ოთხშაბათისთვისაა დაგეგმილი.
არასდროს არ იქნება რუსული ტანკები ევროპაში. არასდროს იქნება რუსული ტანკები ფინეთში. თქვენი თავისუფლება გეკუთვნით თქვენ. ბახმუტის ნასახლარებში დასამარდა რუსეთის იმპერიალისტური ამბიციები, NATO დაიცავს უკრიანის უსაფრთხოებას, ჩვენ ეს დავიმსახურეთ, უკრაინა გახდის NATO-ს კიდევ უფრო ძლიერს. ჩვენმა ხალხმა, თითოეულმა მოქალაქემ ეს დაიმსახურა," - მიმართა ზელენსკიმ ვილნიუსის ცენტრში შეკრებილებს.