ივანიშვილის შტურმი ახალ ფაზაში გადადის - ბაჩიაშვილი ამერიკის აგენტად გამოაცხადეს
გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ შტურმი ივანიშვილს ახალ ფაზაში გადაჰყავს. თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი დღეს უკვე ამერიკის აგენტად გამოაცხადეს. კამპანია ივანიშვილის მეხოტბე ფილოსოფოსმა გახსნა, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ბაჩიაშვილი ამერიკის სპეც ამსახურებმა გადაიბირეს.
ბაჩიაშვილისთვის აგენტობის ბრალდება სასაცილო აღმოჩნდა. საპასუხოდ მან სოციალურ ქსელში ჯეიმს ბონდის ფოტო გამოაქვეყნა
ივანიშვილის გუნდმა კი ფრთხილი განცხადებები ბაჩიაშვილის მიმართ თავდასხმით შეცვალა. თუ ჯერ კიდევ გუშინ ბაჩიაშვილი კარგი კაცი იყო, ივანიშვილთან დავა კი მხოლოდ გაუგებრობა, დღეს ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი ბრალის პოლიტიზირებაში დაადანაშაულეს. ერთ დროს ივანიშვილის ყველაზე სანდო ადამიანი ოლიგარქის პარალელურად „ოცნების“ სამიზნეც ხდება.
ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.