„ანტიდასავლური კამპანიის გაძლიერება“ – „ხალხის ძალა“ ყველა საპარლამენტო დელეგაციაში იქნება წარმოდგენილი
„ხალხის ძალა“ საერთაშორისო ასპარეზზე გადის. „ქართული ოცნების“ რადიკალური ფრთა ყველა საპარლამენტო დელეგაციაში იქნება წარმოდგენილი, მათ შორის ნატოსა და ევროკავშირში.
ოპოზიციისთვის უკვე გასაგებია, რა გზავნილებით ჩავა ხალხის ძალით გაძლიერებული უმრავლესობა ბრუსელსა და მსოფლიოს სხვა დედაქალაქებში. ოპონენტები ფიქრობენ, რომ ხელისუფლებამ ანტიდასავლური კამპანიის გაძლიერება დასავლეთის მაგინებელი დეპუტატებით გადაწყვიტა. ეს კი იმ დროს, როდესაც ოპოზიციისთვის დელეგაციებში ადგილი არ არის და მათ ხშირად უარს ეუბნებიან საერთაშორისო პარტნიორებთან დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობაზე.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.