"გვარამია თავისუფალი მედიის სიმბოლოა" - ევროპარლამენტში ნიკა გვარამიას ვიზიტი დაიწყო
ევროპარლამენტში ნიკა გვარამიას ვიზიტი დაიწყო. ამ წუთებში "მთავარი არხის" დამფუძნებელი ევროდეპუტებს ხვდება.
ევროდეპუტატებთან შეხვედრამდე "მთავარი არხის" დამფუძნებელი ვილნიუსში განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ შესაძლოა, საქართველოსადმი დამოკიდებულებაც შეიცვალოს, თუკი იქნება ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქართველი ხალხის ევროატლანტიკური კურსის გამზიარებელი იქნება.
პირველ რიგში, მინდა შევხვდე იმ ადამიანებს, ვინც ძალიან ბევრი გააკეთა და დღემდე აკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის და ასევე ჩემი თავისუფლებისთვის. პირველ რიგში, მათ მადლობას გადავუხდი, მერე ის თემები, რაზეც მათ ინტერესი გამოხატეს, იმ თემეთან დაკავშირეით ვისაუბრებ. ის, რაც ვილნიუსში ხდება, ეს საქართველოსთვის ნამდვილად ტრაგიკული მოვლენაა, თუმცა მე ვფიქრობ, რომ რაც არ უნდა ხდებოდეს ამ წუთში, ყველაფერი შეცვლადია, მთავარია, ხელისუფლება ეკუთვნოდეს ქართველ ხალხს, რომლის მისწრაფება არის ევროატლანტიკური, მაგრამ ზუსტად ამაზე უნდა ვიმსჯელოთ, როგორ უნდა დაიბრუნოს ქართველმა ხალხმა, - ამბობს ნიკა გვარამია.
გვარამიას ევროპარლამენტში ვიზიტით მოხარულია დეპუტტაი პეტრას აუსტრევიჩიუსი, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ გვარამია თავისუფალი მედიის სიმბოლოა.
მე ვარ მოხარული, რომ ნიკას ევროპარლამენტში ვმასპინძლობთ. ჩვენ მასთან ერთად საჯარო დისკუსია გვექნება. ასევე, ჩვენ გვაქვს მიღებული რეზოლუცია ნიკასთან დაკავშირებით - ის არის თავისუფალი მედიის სიმბოლო და თავისუფალი მედია დემოკრატიული მმართველობის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედია. ვერცერთი ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი მედიათავსუფლების გარეშე. ჩვენ გვინდა საქართველოსთვის უკეთესი მომავალი. დღეს ჩვენ ვილაპარაკებთ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზეც, რადგან ამ საკითხე გაჩუმება არ შეიძლება,“ - ამბობს პეტრას აუსტრევიჩუსი.
ხვალ უკვე გვარამიას ევროპელ ჟურნალისტებს შეხვდება. დადგეგმილია ყოფილ პოლიტპატიმრის პრესკონფერენციაც ევროკავშირის დედაქალაქში.